სამღებრო სამუშაო შეღებვა

ავტომობილის შეღებვა

City Garage • სითი გარაჟი-ში მანქანის შეღებვა და სხვა სერვისები მაღალი სტანდარტებით სრულდება. გარდა ამისა, ავტომობილს ყველა საჭირო პროცედურა უტარდება ხარისხიანად, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. გამოყენებული მასალა არის მაღალი ხარისხის, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ საღებავი დიდხანს შეინარჩუნებს პირველად სახეს.

იმ შემთხვევაში თუ საღებავი, რომლითაც ავტომობილია დაფარული დაზიანდა და მალევე არ მიმართეთ სპეციალისტს ვითარდება კოროზია ანუ ჟანგი. კოროზია არის რთული ქიმიური პროცესი, რომელიც ნებისმიერი სახის რკინას აზიანებს. შესაბამისად, ავტომობილს ამ მხრივ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ჟანგმა დროთა განმავლობაში მთლიანად გამოიყვანოს მწყობრიდან.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კოროზია არის ავტომობილის მთავარი მტერი, რომელიც იწვევს სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას. საიმედოდ რომ დაიცვათ ავტომობილი დროულად მიმართეთ სპეციალის, რომელიც მაღალხარისხიანი საღებავების გამოყენებით შეუნარჩუნებს თქვენს ავტომობილს გარეგნულ იერს.

ჩვენ გთავაზობთ, როგორც ავტომობილის დეტალების, ისე სრულად შეღებვას.

ავტომობილის სამღებრო სამუშაო

ჩვენს ავტოსერვისში ფუნქციონირებს მრავალფუნქციური საშრობ/სამღებრო კამერა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ავტომობილის ღებვისთვის. იგი ახორციელებს ყველა საჭირო ოპერაციას ზედაპირის შეღებვისა და გაშრობის მიზნით. სპეციალური ოთახის გამოყენება განპირობებულია იმით, რომ ტექნოლოგიის თანახმად, აუცილებელია გაუძლოს გარკვეულ ტემპერატურას და თავიდან აიცილოს მტვერი და ნაწილაკები მეტალის ზედაპირზე. მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სპეციალისტი შეასრულებს სამუშაოს ქარხნული სტანდარტის მიხედვით.

ჩვენი სპეციალისტები ძალიან ფრთხილად და თანაბრად ღებავენ ავტომობილის ზედაპირს, რის შემდეგაც იგი საშრობში შედის. საღებავის სამუშაოს საბოლოო ეტაპია ზედაპირის გაპრიალება, რის შემდეგაც მანქანა გლუვი ხდება და ისე გამოიყურება, როგორც ქარხნიდან ახლად გამოსული.

სამუშაოს აღწერა

  • წინასწარ დათვალიერებას, დეფექტების შეფასებას, შეღებვის მეთოდის არჩევას (სრული / ლოკალური)

  • ვიზუალური დეფექტების აღმოფხვრას, პირვანდელი ზედაპირის ფორმის აღდგენას

  • გარეცხვა, გაშრობა, ჟანგის მოცილებასა და დასუფთავებას

  • დაგრუნტვას

  • შეღებვას

  • გაშრობასა და გაპრიალებას

სხვა სითი სერვისები

სარობოტე სამუშაო

სათუნუქე სამუშაოები

სათუნუქე სამუშაოები

სამღებრო სამუშაო

სამღებრო სამუშაო

დეთაილინგი - პოლირება

ქიმწმენდა

დაშლა აწყობა

დაშლა აწყობა

სავალი ნაწილი

სავალი ნაწილის აღდგენა

ბოდიქითის აფგრეიდი

ავტოსერვისი სამღებრო სამუშაო

ვიზიტის დაჯავშნა

დაკავშირება

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

სამღებრო სამუშაო შეღებვა სამღებრო სამუშაო შეღებვა

ka_GE