ავტომობილის პოლირება
დითეილინგი კერამიკული პოლირება

ავტომობილის დითეილინგი, კერამიკული პოლირება

City Garage • სითი გარაჟი გთავაზობთ ავტომობილის პოლირებას. ჩვენ თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურდაღებას ვაქცევთ და ვუზრუნველვყოფთ მაქსიმალურ ხარისხს.

ავტომობილს თუ ჩაუტარებთ ხარისხიან პოლირებას ძალიან მარტივად და სწრაფად მოშორდება ნადები, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ამისთვის საჭიროა გამოცდილი სპეციალისტი, რომ მუშაობისას არ დააზიანოს საღებავი. პოლირების კიდევ ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ავტომობილი იძენს ბზინვარებას და ხდება მეტად ეფექტური.

თითოეულ ავტომობილის მფლობელს სურს გარეგნული მდგომარეობის იდეალურად შენარჩუნება. ექსპლუატაციის პერიოდში მანქანის საღებავი განიცდის აგრესიულ ქიმიურ და მექანიკურ ზემოქმედებას, ესენია:

  • საგზაო ქიმიკატები
  • უკონტაქტო რეცხვა
  • ქვიშის მცირე ნაწილაკები, რომელიც საღებავში აღწევს.

ეს ყველაფერი კი იწვევს საღებავის ზედაპირის დაძველებას და ხდება დაბინდული. მეტალის ზედაპირზე არსებული ნაკაწრები, ლაქები და ძველი ჩამჯდარი ჭუჭყი, არ ირეცხება არანაირი საშუალებით. იმისათვის, რომ ავტომობილი მოიყვანოთ მწყობრში მას სჭირდება პროფესიონალური გაპრიალება.

ავტომობილის პოლირება მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • მანქანის ზედაპირის მომზადება: გარეცხვა, ცხიმისგან წმენდა, საღებავების ღრმა წმენდა სპეციალური საწმენდი და აბრაზიული თიხის გამოყენებით ლაქების, ორგანული ნარჩენების და სხვა ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად და ბოლოს გაშრობა.
  • აღმდგენი გაპრიალება: გასაპრიალებელი ხელსაწყოები და პროფესიონალური აბრაზიული გასაპრიალებელი პასტები გამოიყენება ლაქზე ზედაპირული ნაკაწრების მოსაშორებლად.
  • დამცავი გაპრიალება: დამცავი გაპრიალება მიზნად ისახავს საღებავის შენარჩუნებას, დამატებითი დამცავი ფენის შექმნით იცავს ავტომობილს არასასურველი გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან. დამცავი ნაერთების გამოყენება და გაპრიალება ხორციელდება ხელით.
  • შემდეგ, დამცავი კომპოზიციის პოლიმერიზაციისთვის ნორმალური ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში რამდენიმე საათია საჭირო.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული საფეხური აუცილებელია, რომ სპეციალისტმა ზედმიწევნით შეასრულოს. ხოლო თუ ასე არ მოხდება, არასახარბიელო შედეგი დადგება. პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ისეთ კომპანიას, სადაც ხარისხი უპირატესია.

სხვა სითი სერვისები

Robotic work for cars

სათუნუქე სამუშაოები

სათუნუქე სამუშაოები

სამღებრო სამუშაო

Painting work

Detailing - polishing

Dry cleaning

დაშლა აწყობა

დაშლა აწყობა

სავალი ნაწილი

Restoration of the carriageway

Body kit upgrade

ავტოსერვისი

Book a visit

Call Us

Please contact us for detailed information

ავტომობილის პოლირება , დითეილინგი კერამიკული პოლირება

ავტომობილის პოლირება დითეილინგი კერამიკული პოლირება

ავტომობილის პოლირება დითეილინგი კერამიკული პოლირება

en_US