Ferrari ისტორია

კომპანიამ Mercedes-Benz ოფიციალურად წარმოადგინა მისი უახლესი კონცეპტი Vision EQXX. ოთხადგილიანი ელექტრომობილი, რომელიც ბრენდის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს დემონსტრირებს, მათ შორის ეროდინამიკის, ელემენტებისა და კომპოზიტური მასალების კუთხით. კომპანია გვამცნობს, რომ ავტომობილს ერთჯერადი დამუხტვით 1000 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია და ამავდროუალდ მისი ელემენტები მთელი 30%-ით მსუბუქია ვიდრე მაგალითად სედან EQS-ის, არადა მისნაირი ტევადობა აქვს. ამასთან ის მზისგანაც იმუხტება, ხოლო მისი ბორტის ელექტრონიკა იმართება იმპულსური ნეიროქსელით.

პირველი რაც გვხდება თვალებში ამ ავტომობილის ნახვისას ისაა, რომ ის არ გავს არცერთ „მერსედესს“. მისი მოჭიმული ძარა კუდით გვამისამრთებს 2015 წლის კონცეპტთან Concept IAA, თუმცა აეროდინამიკური დამუშავება აქ სულ ახალ დონეზეა ასული. მწარმოებელმა რეკორდული ქარის წინაღობის კეოფიციენტი დაასახელა – 0,17. ამის მიღწევა კი მოხერხდა მოკლე წინა ნაწილით, კაბინის წვეთისებრი ფორმით, დაწვრილებული უკანა ნაწილით და პასიური და აქტიური აეროდინამიკის წყალობით.

Vision EQXX-ს საფუძვლად უდევს კომპანიის ახალი არქიტექტურა Mercedes-Benz Modular Architecture (MMA). მსუბუქი ალუმინის ძარა კი შექმნილია დამუშავებული ალგორითმის მიხედვით სადაც არადატვირთვად ადგილებში ის ცარიელია და შედეგად წონა ნაკლები აქვს. აქვს 3D-პრინტში ამოპრინტული პლასტიკის UBQ Materials დეტალები, რომელიც მიიღო გადამუშავებული ნარჩენებისგან. პანელებისთვის კომპანიამ პირველად გამოიყენა ფოლადი 

 

MS1500, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი და მყარი ფოლადი მსოფლიოში. მისი კარები ჰიბრიდული კომპოზიტისგანაა დამზადებული: არმირებული ბოჭკოსგან და ალუმინის ნაზავისგან.

რაც შეეხება ძალისმიერ მოწყობას, მისი სიმძლავრე არ არის მაღალი, აქვს 204 ცხენის ძალა. სვლის მარაგი 1000 კმ, რომელიც იკვებება 900 ვოლტიანი 100 კვტს სიმძლავრის ელემენტისგან, რომელსაც აქვს პასიური თერმორეგულაცია. მის სახურავში ინტეგრირებულია 117 მზის ბირთვი, რომლებიც მოწმენდილ დღეს დამატებით 25 კმ-ს ჩუქნიან ავტომობილს და კვებავენ შიდა ელექტრონიკას, რომლისთვისაც აქ გამოიყენეს 8K-გარჩევადობის მოხრილი ეკრანი წინა პანელის მთელს სიგრძეზე. მას აქვს 7680×660 პიქსელური გაფართოვება და ენერგოეფექტური LED განათება.

სპეციალურად Vision EQXX-ისთვის „მერსედესმა“ შექმნა ვიზუალური ასისტენტი, რომელსაც ახლა ხმაც უფრო ბუნებრივი აქვს და ალაგ ალაგ ემოციურიც კი. ენერგოეფექტურობის კონცეფციას მოერგო ხმის სისტემაც, რომელიც ახლა ზონებადაა დაყოფილი.

Vision EQXX-ის საბორტო სისტემა მუშაობს პროგრამულ-აპარატულ პლატფორმაზე Akida. ეს არის ე.წ. ნეირომორფული კომპიუტერი, რომლის საფუძველზეც აწყობილია იმპულსური ნეირონული ქსელები. ინფორმაცია მსგავს ქსელებში კოდირებულია იმპულსური დისკრემენტებით, ხოლო ენერგიის მოხმარება ხდება მხოლოდ მისი გაჩენის დროს. კომპანიის განცახებით ამ სისტემის დანერგვამ მას საშუალება მისცა 5-10-ჯერ გაეზარდა ფრაზა Hey Mercedes-ის ეფექტურობა, რომელიც გახლავთ ხმოვანი მართვის გამააქტიურებელი ფრაზა.

და ბოლოს, სალონის მოსართავად გერმანელებმა გამოიყენეს ინოვაციური მასალები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა სტარტაპებმა შეიმუშავეს. მაგალითად ტექსტილი ბიოდეგრადირებადი ბოჭკოებისგან Biosteel, კომპანიისგან AMSilk, მოხმარდა კარების შეფუთვას. სოკოების მიცელიუმისგან დამზადდა ტყავისშემცველი Mylo და მისი ანალოგი Deserttex კაქტუსის ბოჭკოებისგან, რომლებიც ცენტრალური კონსოლისა და სავარძლების შეფუთვაზე წავიდა. ხალიჩები ბამბუკისგანაა დამზაბედული, საჭეს შემოაკრეს მიკროფიბრა Dinamica, ხოლო სახუფები დამზადდა ბიოპლასტიკისგან UBQ.

ავტომობილი სერიულ წარმოებაში ამ ფორმით არ წავა, თუმცა მასში დანერგილ მთელ რიგ სიახლეებს და მიგნებებს  კომპანია სხვა სერიულ მოდელებში გამოიყენებს

en_US